Wednesday, December 24, 2014

წიგნის დანიშნულება

21 საუკუნეში იმფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებად ინტერნეტი იქცა. თუმცა ადრე რათქმაუნდა არიყო ამის ფუფუნება.საუკეთესო რამ რასაც შეეძლო განევითარებინა ადამიანის გონება მსჯელობის უნარი ცხოვრებისეული თვალთახედვა და მრავალფეროვნებისაკენ ებიძგა ესიყო წიგნი რომელიც მართლაც ძალიან ღირებული რამიყო.მიუხედავად ტექნოლოგიების განვითარებისა წიგნს მაინც ყავს მისი მკითხველი და ასე თუ ისე მაინც რჩება შეუცვლელ წყაროდ.მიზეზი კი ის არის რომ ყველა ეპოქას ყავს მწერლები და ადამიანის ფანტაზიისა და შთაგონების წყარო უშრეტია.
     არსებობს სხვადასხვა ჟანრის წიგნები: საისტორიო,სათავგადასავლო,დეტექტიური, სასიყვარულო საპროგრამო და სხვა მრავალი... ყველა ადამინს შეუძლია მისთვის საინტერესო წიგნი შეარჩიოს და იმოგზაუროს ავტორის მიერ შექმნილ სამყაროში.წიგნის კითხვის დროს ადამიანი მის გმირებთან ერთად სხვადასხვა დროში მოგზაურობს,იზიარებს მათ განცდებს... რათქმაუნდა უნდა მივესალმოთ ტექნოლოგიების განვითარებას მაგრამ ნათქვამია "ნუ დაკარგავ ძველსა გზასაო"....რაც დრო გადის იმდენად ეჯაჭვება თაობები ინტერნეტ სივრცეს და ეჩვევა ჩაკეტილ ოთახში ყოფნას,სულ უფრო და უფრო შორდება წიგნს,დავიწყებას ეძლევა უკვდავი ნაწარმოებები ,უდიდესი მწერლები და ეს მართლაც საწყენია.ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე თვალს მართლაც რომ ვერდახუჭავ. ის რისთვისაც ბევრი იღვწოდა თანდათან ქრება და ნამდვილ მკითხველს აწუხებს წიგნის მომავლის ბედი. 
დამეთანხმებით ამ თემაზე ხშირად საუბრობენ უფროსები
და თან ამასაც ამატებენ:კომპიუტერი მოკლავს წიგნს. მერწმუნეთ ეს არ მოხდება. წიგნმა
მრავალ საუკუნეს გაუძლო და დღემდე სახეზე გვაქვს, თანაც უფრო და უფრო ვითარდება და
საინტერესო ხდება წიგნის მოხმარება, ხოლო კომპიუტერი რამოდენიმე ათეული წელია რაც შეიქმნა
და კაცმა არ იცის ის რამდენ ხანს იქნება ჩვენს ცხოვრებაში. წიგნმა თავისი ძლიერება
დაგვიმტკიცა და სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს ის. წიგნი არის განათლების და ინფორმაციის
მიღების ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება. ადამიანი წიგნის კითხვის დროს იმ კონკრეტულ
მოვლენას აღიქვამს რაც წიგნში წერია, იქ მოტანილი გმირების აზრებსაც განიცდის და მთლიანად
წიგნში არის შესული გონებით. ხოლო როდესაც კომპიუტერით კითხულობ მხოლოდ თვალების დაღლას
და მობეზრებას ვგრძნობთ.  თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანს აკლია რაიმე განცდა, რაც
მხოლოდ წიგნმა უნდა შეავსოს? ჩემი აზრით ადამიანს ნამდვილად აკლია მსგავსი განცდები, 
რადგან რაც მხოლოდ წიგნს შეუძლია ეს სხვა ვერანაირ ნივთს არ ძალუძს. წიგნი ადამიანს
აიძულებს იფიქროს, გონება დაძაბოს და ფანთაზიის უნარი გამოიმუშავოს. ხოლო თანამედროვე
ცხოვრებაში შეუძლია რაიმე სხვას ამ განცდების შევსება? კომპიუტერს. კომპიუტერით შეგვიძლია
მრავალი ინფორმაციის მოძიება მარტივად, უპრობლემოდ და ზედმეტი ენერგიის დახარჯვის გარეშე.წიგნს მაინც ყოველთვის ეყოლება თავისი მკითხველი. მაინც ყოველთვის გამონახავს მის მიმდევარს.             

1 comment: