Wednesday, December 24, 2014

საბავშვო ლიტერატურა

ძალიან მნიშვნელოვანია საბავშვო ლიტერატურა და ერთობ საპასუხისმგებლოა მისი შექმნა,მითუმეტეს სასკოლო პროგრამის რითაც იზრდებიან მომავალი თაობები.ბავშვებს ლიტერატურის სიყვარსულს მშობლები და მასწავლებლები უნერგავენ ხოლო მისი გაღვივება დამოკიდებულია თავად წიგნებზე,თუ პატარა ასაკიდანვე არ შეგიყვარდა კითხვა მერე ცოტა არიყოს ძნელია.დღესდღეობით მაინც ძალიან ბევრი ადამიანი არსებობს რომელსაც არცერთი წიგნი არაქვს წაკითხული.სიზარმაცე დამღუპველია სარგებლობა მართლაც რომ არავისთვის არმოუტანია.ადრეულ ასაკში რთული ამბების და მოქმედებების გაგება ბავშვისთვის ძნელია და არც სავალდებულოა სწორედ ამიტომ შეიქმნა საბავშვო ლიტერატურა და მას თავისი მიმდევრები და მწერლები ყავს. შესანიშნავია თუ სკოლაში 7 კლასამდე მოზარდები წაიკითხავენ: მარკ ტვენს, ჟიულ ვერნს,ასტრიდ ლინდგრენს და სხვა მწერლებსაც. ამასაკში კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია რადგან გონება ყალიბდება და ტვინის უჯრედები უფრო აქტიურია,როგორც ამბობენ მოზარდის ტვინი ისე ისრუტავს იმფორმაციას როგორც გვალვიანი მიწა წყალს.

No comments:

Post a Comment